1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიმუდმივად მცხოვრები 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი ასევე რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში და/ან არის დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი.
2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის ადგილის შესახებ, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ;
ე) თანხის მიმღები მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) მშობლის და/ან ბავშვის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ