1. თუ გადასახდელი თანხა ნაკლებია 5 000 ლარზე:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირის, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანის, დევნილის სტატუსის მქონე პირის, ძალადობის მსხვერპლის, შშმ და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების და ბავშვთა ფიზიოთერაპიული მკურნალობის) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 70%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ბ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 2 000 ლარით;
გ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვის ფიზიოთერაპიული მკურნალობის თანადაფინანსება შეადგენს გადასახდელი თანხის 70 %-ს არაუმეტეს 1000 ლარის.
დ) პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 300 ლარს, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება წელიწადში ერთხელ, გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2. თუ პირველადი მომართვის დროს გადასახდელი თანხა ტოლია ან მეტი 5 000 ლარზე (გარდა ბავშვთა ფიზიოთერაპიული მკურნალობის):
ა) თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50%-ს, არაუმეტეს 3 000 ლარის.
ბ) თუ პირმა ისარგებლა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, განმეორებით ვერ ისარგებლებს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „გ“და ,,დ“ ქვეპუნქტები