1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამავე დანართის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან ამ დადგენილების მე-7 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი ქვეპუნქტით განსაზღვრული დახმარებით (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირისა);
გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები;
დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი;
ე) პირი, რომელიც არის 18 წელზე მეტი ასაკის და საჭიროებს ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
ვ) პლასტიკური ოპერაციები, უშვილობასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები, სტომატოლოგიური დახმარება (გარდა სტაციონარული სტომატოლოგიური დახმარება).
ზ) ბარიატრია;
თ) უკვე ჩატარებული მკურნალობა (გარდა გადაუდებელი შემთხვევების).
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე.
3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი პირადობის მოწმობის ასლი, მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამის და/ან კერძო დაზღვევის მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა), მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
5. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.
6. უკვე ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით მოსარგებლემ დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადასახდელი დავალიანების შესახებ.
დანართი №7
მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 0