1. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) “C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100ა (ამისთვის დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული);

გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი კალკულაცია და ინვოისი;

დ) განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის მსურველთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს ამ პროგრამით სარგებლობის მაძიებელს);

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი.

2. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქვეპროგრამის განმახორციელებელ