1. "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“