1. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, “C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული სამედიცინო დაწესებულების სახელზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მზადდება წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე. ანგარიშსწორებისათვს სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების (კვლევების) დასრულების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია: ფორმა №IV-100ა ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მათი შედეგების მითითებით, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი.
2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში თუ ქვეპროგრამით მოსარგებლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ან თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე არის ვეტერანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის სრულ ოდენობას.
4. თუ განმცხადებელი არ განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნახევარ