ა) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
გ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;
დ) დაფინანსება - „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარების პროგრამა"(პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" შესაბამისად დაფინანსებ