1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე.

2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

ა)   ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი);

გ)  დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა;

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი);

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ  გაცემული საინფორმაციო ბარათი  (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად).

3.  გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთან.

მუხლი5. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

11. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.

4. ბენეფიციარი ვალდებულია 2020 წლის ყოველი კვარტლის დასრულებისას მომდევნო თვის 25 რიცხვის ჩათვლით წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.

5. აღნიშნული პროგრამით ახალი მოსარგებლე პირის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი6. ანგარიშსწორება

1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 60,00 (სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარს.

2. ბენეფიციარები ქვეპროგრამით დადგენილ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის დარიცხვით.

3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ