1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება(შემდგომში "ბენეფიციარი").
2. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ბაზების საფუძველზე.
3. პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაზებში შესული ცვლილებების საფუძველზე.
4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავ