1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება:
ა) "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სარიტუალო ხარჯები;
ბ) იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო ხარჯები.
2. "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 150,00 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარ