1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავ