1. მუნიციპალიტეტი ბენეფიციართა კვების მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

3. მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციას (ტენდერში გამარჯვებული კომპანია) წერილობით უგზავნის ბენეფიციარების სიას.

4. ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა განხორციელდება ოთხი უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით.

5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება სასადილოებში  შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებშ