1. “მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობისა და შშმ პირების ერთჯერადი ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“