1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ხარჯები ანაზღაურდება გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:

ა) შუამდგომლობა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 11 შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

3. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 14 გარდაცვლილის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება.

4. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების გასაწევად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მომართავს შპს "გემა" (ს/კ №216402694) ქალაქში აღმოჩენილი არაიდენტიფიცირებადი ან იდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულის თაობაზე. შპს "გემას" მომართვას (წერილს) თან უნდა ერთოდეს მოქალაქის გარდაცვალების მოწმობა.

5. ქვეპროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციას განიხილავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურ