1. "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის და ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური“