1. "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“