1. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზებთან. მოწოდებული ბაზის ყოველთვიური განახლების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას.
2. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება ქვეპროგრამით საგებლობის უფლება.
3. სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება:
ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2019 წლისთვის განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა.
ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.00 (სამი) ლარის ოდენობი