1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "გემას" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების ხარჯებს.

2. ამ წესით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის, ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ