1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

ა) ბავშვის მინდობით აღზრდაში მიმღები ოჯახები. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 35 ოჯახის დახმარება, რომელშიც ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფება.

ბ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები. ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეიტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 20 ოჯახის დახმარება.

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები;  2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ ოჯახზე, რომელიც ბავშვს იღებს მინდობით აღზრდაში.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.

4. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.

5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავ