1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა დახმარება განხორციელდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაწეული კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) ხარჯების დაფარვით, ქვეპროგრამით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ 2019 წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახები.

3. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს უნაზღაურდება 2019 წლის დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები 2020 წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც  სარგებლობდნენ 2019 წელს არსებული ქვეპროგრამით და 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი).

4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები: მეუღლე/შვილი (შვილები) და დაღუპული ჯარისკაცის მშობლები (დედა/მამა ან ორივე) სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მომართეს მერიას დახმარების მიღების თხოვნით, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება ოჯახზე განსაზღვრული წლიურად ლიმიტირებული თანხის, 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის პროპორციული გაყოფა და განმცხადებელთა შესაბამისი ოდენობით დაკმაყოფილება.

5. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე, ქვითრებში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით.

6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზთან" ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზ