1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან";
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან";
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მშობელი არ არის).
3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ვეტერანის მოწმობის (კოდი 501 ან 502) ასლი, ან ვეტერანის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
გ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა შეირჩევა ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მინდობითი ოჯახების განახლებული სიის საფუძველზე.
6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული მინდობითი ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან.
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული რეინტეგრირებული ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან.
გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსათვის სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთა