ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

გ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება;

დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01