1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქვეპროგრამა – „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი: 06 02 26);

ბ) განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;

გ) მოსარგებლე – შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამაში ჩართული პირი;

დ) მრავალდარგობრივი გუნდი – მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ორგანიზება და კოორდინირება, რათა უპასუხოს შინმოვლის საჭიროების მქონე პირების კომპლექსურ მოთხოვნილებებს. გუნდში უნდა შედიოდეს კოორდინატორი, ექთანი, ექიმი, სოციალური მუშაკი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე, ტექნიკური ასისტენტი.

ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმა – მოსარგებლესთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც, მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მოიცავს ინფორმაციას მომსახურების/ვიზიტების/პროცედურების/ჩარევების შესახებ.

ვ) ელექტრონული მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა.

ზ) ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამა – ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პალიატიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

თ) შემფასებელი – პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მოსარგებლის შეფასებას ბართელის კითხვარის მიხედვით და ავსებს მოსარგებლე პირის თანხმობის ბარათს.

ი) მომსახურების მიმწოდებელი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შინმოვლის მომსახურების მიწოდება