1. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 26) ასიგნებების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას აწვდის შემფასებელი, რომელიც წერილობით უდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რეგისტრირდება ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს (დანართი№7-2), წერილობით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რეგისტრირდება ელექტრონულ მოდულში.
5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
6. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად და/ან შემფასებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში, პირი/ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.
7. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 850 მოსარგებლე, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის ღირებულებისა და კატეგორიების შესაბამისა