1. ქვეპროგრამაში ჩასართავად პირი რეგისტრირდება ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი მოსარგებლის შესახებ ინფორმაციას, ელექტონული მოდულის საშუალებით, უგზავნის შემფასებელს, რომელიც არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ახორციელებს ქვეპროგრამით მოსარგებლის შეფასებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს შეფასების შესაბამის ფორმას (დანართი №7-1).

3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ მოსარგებლე პირს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება შეუძლია ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომელსაც იგი ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იმ პირობით, რომ მიმწოდებლის შეცვლა შეუძლია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ.

4. მოსარგებლე პირი ავსებს თანხმობის ბარათს (დანართი №7-2) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მომსახურების მიმწოდებელზე.

5. შემფასებელი თანხმობის ბარათს, დედნის სახით, უგზავნის მომსახურების მიმწოდებელს და ასევე ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს მას, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

6. თანხმობის ბარათის მიღების თვის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ვიზიტი მოსარგებლესთან და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არჩეულ მომსახურების მიმწოდებელთან მოსარგებლე პირების რიგის არსებობის პირობებში, გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე მომლოდინეთა რეესტრში არსებული მოსარგებლეების ჩართვა განხორციელდება ვაკანტური ადგილის გაჩენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან რიგითობის დაცვი