1. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქ. თბილისში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებს.

2. მოსარგებლეა პირი, რომლისთვისაც „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარის“ (შემდგომში – ბართელის კითხვარი) მიხედვით (დანართი №7-1) მინიჭებული ქულა (შემდგომში – ბართელის ინდექსი) არ აღემატება 95 ერთეულს.

3. მოსარგებლეები არ არიან „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები.

4. მოსარგებლეთა კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით:

ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი ნაკლებია 70 ერთეულზე;

ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე;

გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს.

5. რეკომენდებული ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით:

ა) I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი;

ბ) II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი;

გ) III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი.

6. ქვეპროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას და მათი მიწოდების პირობებს წარმოადგენს:

ა) მოსარგებლის შეფასება ბართელის კითხვარის მიხედვით არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭება;

ბ) მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;

გ) მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას, კერძოდ:

გ.ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია;

გ.ბ) მოსარგებლის საექიმო და საექთნო მომსახურება – ექიმისა და ექთნის ვიზიტები ქვეპროგრამით მოსარგებლესთან, ფიზიკური შემოწმება, მკურნალობა, ზედამხედველობა, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომებისა და გვერდითი მოქმედების შეფასებით და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;

გ.გ) მოსარგებლის პერსონალური მოვლა – სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა, კვება და საჭიროებისამებრ სხვა აქტივობა;

გ.დ) მოსარგებლის სოციალური დახმარება – რესურსების მობილიზირება, ადვოკატირება, მედიაცია;

გ.ე) მოსარგებლის ტექნიკური დახმარება – საჭიროების შეფასება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;

გ.ვ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარება – საყიდლები, ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობა;

გ.ზ) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება.

7. მოსარგებლეთათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის გადამოწმება ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისა