1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) მრავალდარგობრივი გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: ყოველ 101-მდე პაციენტზე უნდა შედიოდეს არანაკლებ 1 კოორდინატორი, 1 ექიმი, 1 სოციალური მუშაკი, 2 ექთანი, 1 საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე და 1 ტექნიკური ასისტენტი:

ბ.ა) კოორდინატორი-ექთნის/ექიმის დიპლომის მქონე, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60 – საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის, შინმოვლის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების მქონე პირი;

ბ.ბ) ექთანი – ექთნის დიპლომის, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი;

ბ.გ) ექიმი – ექიმის დიპლომის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატის, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილების მქონე, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი პირი;

ბ.დ) სოციალური მუშაკი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე, მოსარგებლის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/ადვოკატირების მიმწოდებელი პირი;

ბ.ე) საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე – შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილების მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში დახმარების მიმწოდებელი პირი;

ბ.ვ) ტექნიკური ასისტენტი – ტექნიკური დახმარების, მომსახურების მიმწოდებელი პირი.

2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და მრავალდარგობრივი გუნდის წევრებისაგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პროგრამაში ჩართულ მომსახურების მიმწოდებელს ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცი