1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს, ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
დანართი №9
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი1.ზოგადი დებულებანი
1. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების (კოდი: 06 01 10)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებშ