1. ქვეპროგრამაში ჩასართავად და მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე);
დ) ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
ე) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
ვ) კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
ზ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ყველა შემდგომი მედიკამენტის ვაუჩერის (თანხმობის წერილის) მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ განმეორებით შეფასებას DAS28 ინდექსის (დაავადების აქტივობის ქულა 28 სახსრის დათვლის გამოყენებით) გათვალისწინებით;
გ) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
დ) მედიკამენტით მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი.
3. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე მედიკამენტის ვაუჩერის (თანხმობის წერილის) გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის შესაბამისად.
4. ქვეპროგრამაში ჩართვიდან 3 თვის შემდგომ, ექიმის მიერ DAS28 ინდექსით (დაავადების აქტივობის ქულა 28 სახსრის დათვლის გამოყენებით) მოსარგებლის განმეორებით შეფასების შედეგის მიხედვით, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი წყვეტს ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის სტატუსის გაგრძელების/შეწყვეტის საკითხს (სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე).
5. მოსარგებლის განმეორებითი შეფასების შედეგების მიხედვით, გაუმჯობესების დადგენის შემთხვევაში (თუ საწყისი ქულა DAS28 ინდექსის მიხედვით ნაკლები იყო 5.1-ზე, გაუმჯობესებად ჩაითვლება მისი არანაკლებ 0.6 ქულით შემცირება, ხოლო 5.1-ზე მეტი ქულის არსებობის შემთხვევაში, მისი არანაკლებ 1.2 ქულით შემცირება) მკურნალობის განმახორციელებელი ექიმი თავიდან განსაზღვრავს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის დოზირებას.
6. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე პირი უწყვეტად, 18 თვის მანძილზე არ იღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს, მას შეუწყდება მოსარგებლის სტატუს