1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება;

ბ) იყოს ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის მფლობელი;

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტოცილიზუმაბის“ (1 კოლოფი 162მგ/0.9მლ №4 შპრიცი) – არაუმეტეს 1570 ლარის ტარიფით მიწოდება;

დ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე, სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში;

ე) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს:

ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO);

ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის ან EMA-ს და აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან 1 წლის განმავლობაშ