დანართი №1
დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
ზოგადი დებულებანი
1. დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზეც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებშ