1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების მიწოდების სურვილს და წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლის რეგისტრაციას ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს ფაქტობრივი მისამართის გათვალისწინებით. ამასთან:

ა) მეორე მუხლის „ა.ა)“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს კონსენსუს კონფერენციით გათვალისწინებული მე-3 ლიდერი რადიოლოგის ჩართულობა განახორციელოს სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, თუ მე-3 რადიოლოგის ჩართვის რესურსი თავად არ აქვს.

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებსაც წინა წლის განმავლობაში ჩატარებული აქვთ არანაკლებ 6 ათასი ციტოლოგიური კვლევა ან წარმოადგენს საუნივერსიტეტო ლაბორატორიას – როგორც ციტოპათოლოგიური მიმართულების სასწავლო ბაზა; ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მიმწოდებელმა ციტოლოგიური კვლევები აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევა შეუძლია განახორციელოს ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიის მეშვეობით;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისთვის (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა) სამედიცინო დაწესებულებას, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა.“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელად);

დ) ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად (გარდა ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) განისაზღვრება პირი, რომელიც ერთიანად გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს;

ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს. ასევე, გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და დამატებითი სანებართვო პირობები, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს;

ვ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული HPV ტესტირებისა და HPV ტესტით დადებითი შემთხვევების სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) სერვისის მიმწოდებელია ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“.

3. პირის მიერ მიმწოდებლად ცნობა (რეგისტრაცია) წერილობითი შეტყობინებით ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.

4. მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები:

ა) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და 3 თვე ზედიზედ სამუშაოს შეუსრულებლობის, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია;

ბ) ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის ამ წესით დადგენილი პირობების შეუსრულებლობით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.

გ) ქვეპროგრამის   მიმწოდებლად   რეგიტრაციის   საკუთარი   სურვილით   გაუქმების   შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით;

დ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (ს/კ 202442730) (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს თავის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღეშ