1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ქვედანაყოფი ქვეპროგრამის განმახორციელებლის დებულების შესაბამისად.
2. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს.
3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება:
ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება;
ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) საინფორმაციო პროგრამაში შემთხვევის რეგისტრაციის შემოწმება.
4. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს თვის 10 რიცხვისა. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ წარმოდგენილი შესრულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
5. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
6. შემთხვევა არ დაექვემდებარება ანაზღაურებას, თუ საინფორმაციო პროგრამაში არ იქნება დარეგისტრირებული, ან საინფორმაციო პროგრამაში სრულყოფილად არ იქნება ასახული შესაბამისი მონაცემები.
7. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ურთიერთშედარების აქტი.
8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის დადებიდან 1 წლის განმავლობაში.
ცხრილი №1
№
მომსახურების დასახელება
ერთეულის ღირებულება
1.1.
ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა
34
1.2.
ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა
12
1.3.
ძუძუს კიბოს სკრინინგი-ძუძუს ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით
10
1.4.
ძუძუს კიბოს სკრინინგი: აღებული ბიოფსიური მასალის/ძუძუს დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა
13
2.1.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, პაპ- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება
13
2.2.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით
13
2.3
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, HPV- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება
13
2.4
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – HPV-ტესტის ჩატარება
34
2.5.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია
25
2.6.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით
23
2.7.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპიისას აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა
35
3.
პროსტატის კიბოს მართვა – სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრა
10
4.1.
კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტით) ჩატარება
9
4.2.
კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კოლონოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით
65
4.3.
კოლორექტული კიბოს სკრინინგი –კოლონოსკოპიის აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა
35
5.1.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა
11
5.2.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა
24
5.3.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა
41
5.4.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სრული მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა