1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურებების (კომპონენტების) დაფინანსებას:

ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.);

ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;

ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას (ექოსკოპიური კონტროლით). აღებული ბიოფსიური მასალის ან/და დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიურ კვლევას.

ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ჩათვლით ქალებში;

ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში;

ბ.გ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) საფუძველზე;

ბ.დ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;

ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას;

გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;

გ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას;

გ.ბ) საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხზონაში (4-10 ng/ml) დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას;

დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ჩატარებას;

დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას;

დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას;

ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა 25-70 წლის ასაკის ჩათვლით ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:

ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;

ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;

ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;

ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი