1. მომსახურების მიმწოდებელმა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის მოსარგებლეებს შესაძლოა ასევე მიაწოდოს კონტრაქტორის ან/და საკუთარი ფილიალის მეშვეობით. ამასთან, ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული მომსახურება შეუძლია მიაწოდოს, ასევე, მობილური გუნდის მეშვეობით.

2. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებელი/მიმწოდებლის კონტრაქტორი დაწესებულება/მიმწოდებლის ფილიალი/მობილური გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია იმ მომსახურებებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება ან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია;

ბ) გააჩნდეს შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

გ) ჰყავდეს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობის განხორციელებისათვის უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი, რომელიც სერტიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან;

გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგის კომპონენტის მიმწოდებელმა დაწესებულებამ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  გათვალისწინებით;

გ.ბ.) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მიმწოდებელმა:

გ.ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით;

გ.ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალით, რომელსაც აქვს კოლპოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით. ასევე, გავლილი აქვს დადგენილი წესით აკრედიტებული კოლპოსკოპიის შემსწავლელი კურსი (მაგ.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა „კოლპოსკოპია“ (ერთთვიანი კურსი), ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგი „კოლპოსკოპია“ (ორკვირიანიკურსი)) ან/და კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის IFCPC-IARC ტრენინგ-კურსი ან/და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კლინიკურ ნაწილში აღნიშნული კურს(ებ)ის ფარგლებში ან/და აქვს პროფესიული საზოგადოების (მაგ.: საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაცის) მიერ გაწეული რეკომენდაცია კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებაზე;

დ) ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

დ.ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელს, სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარუდგინოს დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში ჩატარებული ციტოლოგიური კვლევების რაოდენობის თაობაზე, შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ დაწესებულება ჰისტომორფოლოგიურ კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

დ.ბ) რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამავე პროგრამის სხვა ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით;

დ.გ) უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე;

დ.დ) უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა.

ე) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ვალდებულია „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით. ასევე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით;

ვ) ა(ა)იპ ,,ეროვნულმა სკრინინგცენტრმა“ უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა.

3. დაწესებულება ვალდებულია, მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებელს წერილობით წარუდგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის დასტური ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დაწესებულების/მისიკონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა აქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. დამატებითი დოკუმენტაციის სახით, წერილს თან უნდა ერთოდეს კომპონენტ(ებ)ის განხორციელებაში ჩართული კონტრაქტორების ხელშეკრულების ასლები. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოთხოვნის შესაბამისად.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს ჯამურად არანაკლებ 50(ორმოცდაათი) მოსარგებლეს, იმ კომპონენტის ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს.

5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) მოსარგებლეს, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულებისა.

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ან/და ფილიალი ან/და მობილური გუნდი ვალდებულია მოიპოვოს „მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გამოთხოვის/დამუშავების თაობაზე“ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და ქვეპროგრამის განმახორციელებლის და/ან მე-7 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და პირობების თაობაზე საინფორმაციო კამპანია მომსახურების მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი შეთანხმები