ქვეპროგრამის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს:
ა) აქტიური ან/და პასიური ეპიდზედამხედველობის გზით გამოვლენილი/რეგისტრირებული შემთხვევების კერის შესწავლა;
ბ) ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
გ) ინფექციის წყაროსა და ფაქტორის დადგენის მიზნით კერაში ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში ლაბორატორიული კვლევების განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) კონტაქტირებულ პირებში დადასტურებული შემთხვევების დროს რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;
ვ) არაგეგმური აცრების შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება;
ზ) ეპიდჩვენებით ჩასატარებელი ორგანიზებული აცრების განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და ანალიზი;
თ) ვაქცინებისა და სხვა ასაცრელად საჭირო მასალების და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის;
ი) იმუნიზაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება;
კ) რეგისტრირებული ინფექციური დაავადებების ანალიზი, მათი შესაძლო გავრცელების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირება;
ლ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
მ) მოსახლეობის გადამდებ დაავადებათა პრევენციის საკითხებში ინფორმირებულობისათვის მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია;
ნ) სააღმზრდელო დაწესებულებებში ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ო) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ზედამხედველობა;
პ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის ან/და საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის, საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების განხორციელების მიზნით საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის ზედამხედველობ