1. სამსახური პერიოდულად ამოწმებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება სამსახურის მიერ. შემოწმებას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი სამსახურის დებულების შესაბამისად.
2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს სამსახური, რომლის დროსაც ხდება:
ა) წარმოდგენილი ღონისძიებების შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობებთან;
ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები განმახორციელებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ.
4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) ქვეპროგრამის განმახორციელებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ქვეპროგრამის დასახელება;
გ) შესრულებული სამუშაოს თვე;
დ) შესრულებული სამუშაოს ანგარიშის დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;
ე) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ვ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
დანართი №3
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წე