1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები (ბაზისურიც და ინდივიდუალური განვითარების გეგმით) ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, რომლის ღირებულებაა თვეში არაუმეტეს 450 ლარი, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით. ინდივიდუალური განვითარების გეგმის 1/3-ზე მეტი სეანსის არჩატარების შემთხვევაში, ვაუჩერის ღირებულებაა ვაუჩერის სრული ღირებულების 70% (გარდა მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 2 400 ბენეფიციარი.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაზისური და ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სეანსების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან.
5. ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურებ