1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“ (ს/კ 205271365) (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი წარმოადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციას.

3. ქვეპროგრამის განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).

4.ქვეპროგრამა ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 06 01 03)“ ასიგნებების ფარგლებშ