1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების ან/და ოჯახის ექიმების მიერ;
ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად;
გ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით:
გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ;
გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი PAP ტესტით – სამ წელში ერთხელ;
გ.გ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი HPV ტესტით – ხუთ წელში ერთხელ;
გ.დ) პროსტატის კიბოს მართვა – წლის განმავლობაში ერთხელ;
გ.ე) კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ;
გ.ვ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ხუთ წელში ერთხელ;
დ) სკრინინგის ჩატარება განმეორებითად სამედიცინო საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა, რომელიც არ ექვემდებარება განმეორებით სკრინინგ