1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით და ამასთან:

ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში (3 წლამდე ბავშვის შემთხვევაში – დაბადებიდან) უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 3 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის მოთხოვნებს.

ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მოსარგებლეები არიან პირები, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამავე ქვეპროგრამის მედიკამენტების დაფინანსებით და შესაბამისად აკმაყოფილებდნენ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“ დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფების ფარგლებში;

ბ)კვლევების, თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფის ფარგლებშ