1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:
ა) მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების უწყვეტ მეთვალყურეობასა და მკურნალობის პროცესს სპეციალიზებული მულტისისტემური ინტერვენციის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და მოიცავს:
ა.ა) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მულტისისტემური ინტერვენციის განხორციელებას მულტისისტემური ინტერვენციის ცენტრში და მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ მოსარგებლის საცხოვრებელ ადგილზე ან/და სასწავლო დაწესებულებაში ან/და ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელის მეშვეობით;
ა.ბ) გეგმურ ამბულატორიულ კონსულტაციებს;
ა.გ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსარგებლის შეფასებას, ინტერვენციის ინდივიდუალური მართვის გეგმის (შემდომში – ინტერვენციის გეგმა) შემუშავებას, იმპლემენტაციას და მონიტორინგს;
ა.დ) ამავე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერვენციის გეგმის ფარგლებში ინდივიდუალური ან/და ჯგუფური თერაპიების განხორციელებას (სისტემური ოჯახური კრიზისული თერაპია, კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპია და ბავშვთა და მოზარდთა ასაკს მორგებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული შეხვედრები (ხელოვნებით თერაპია, თამაშის თერაპია და ა. შ.));
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ფსიქიატრიულ კონსულტაციებს;
ა.ვ) მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ მოსარგებლის მონიტორინგს ამბულატორიულად ან/და ბინაზე ან/და სასწავლო დაწესებულებაში ან/და ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელის მეშვეობით;
ბ) აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) მულტიდისციპლინური მობილური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასებასა და აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობის ინდივიდუალური მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავებას;
ბ.ბ) რეგულარულ ვიზიტებს, სრული თვის შემთხვევაში არანაკლებ თვეში 6 ვიზიტს საცხოვრებელ ადგილზე ან/და ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელის მეშვეობით განხორციელებულ მომსახურებას, 24-საათიან სატელეფონო კონსულტაციას;
ბ.გ) მოსარგებლეთა სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს;
ბ.დ) მოსარგებლისა და ოჯახის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ფსიქოგანათლებას;
ბ.ე) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის სტაციონირების უზრუნველყოფას;
ბ.ვ) 24 საათის განმავლობაში მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის წევრის – ექიმი-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (F06; F20- F25; F31–F33; F40–F45; F90–F95; F98) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 5-17 წლის ასაკის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი (შემდგომში – მოსარგებლე).
3. ამ მუხლის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი, გარდა სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი №11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების