დადგენილი
დამატებითი
პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
ბ) მინიმუმ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის ქონა ქალაქ თბილისში;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 440 მგ/ფლაკონი + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი, ინტრავენური ფორმა) მინის ფლაკონი №1 ან/და 600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 1375 ლარის ტარიფით მიწოდება;
დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 420მგ+14მლ) კონცენტრატი+440მგ/ფლაკონი+20მლ გამხსნელი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 ან დოზა – 420მგ+14მლკონცენტრატი+600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“ შესაბამისი რაოდენობის ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 3690 ლარის ტარიფით მიწოდება;
ე) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ფესგოს“ (დოზა – (600მგ+600მგ+20,000 ერთეული)/10მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (10მლ) 3690 ლარის ტარიფით, ხოლო იგივე მედიკამენტის (1200მგ+600მგ+30,000 ერთეული)/15მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (15მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 7380 ლარის ტარიფით მიწოდება;
ვ) მეორე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 1045 ლარის ტარიფით მიწოდება;
ზ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში;
თ) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის;
ი) მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე).
2. მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს:
ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მუშაობის გამოცდილების თაობაზე ოფიციალური წერილი;
გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO);
ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის, ან EMA-ს ან აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატ