1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით.
4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე, ინტრავენური ფორმის შემთხვევაში, უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზია (სხვადასხვა რეჟიმით: რეჟიმი 1: ინფუზია 3 კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 8მგ/კგ, 17 ინფუზია – 6მგ/კგ; რეჟიმი 2: ინფუზია კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 4მგ/კგ, 11 ინფუზია – 2მგ/კგ; ინფუზია 3 კვირაში ერთხელ – 15 ინფუზია – 6მგ/კგ; რეჟიმი 3: ინფუზია კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 4მგ/კგ, 51 ინფუზია – 2მგ/კგ) და და კანქვეშ შესაყვანი ფორმის შემთხვევაში ფიქსირებული დოზა 600 მგ ყოველ 3 კვირაში ერთხელ, პაციენტის წონის მიუხედავად, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზიის (პერტუზუმაბის საწყისი დოზა 840 მგ, ყოველი მომდევნო 420მგ, ხოლო ტრასტუზუმაბი ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით) მოცულობით. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზიის (საწყისი დოზა (1200მგ+600მგ+30000ერთეული)/15მლ, ყოველი მომდევნო (600მგ+600მგ+20000ერთეული)/10მლ მოცულობით (ხელშემწყობი დოზა).
5. ტრასტუზუმაბი/პერტუზუმაბის ინფუზიის ან ფესგოს ინექციის შემთხვევაში – რეჟიმის უწყვეტობის დარღვევის დროს (მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში) თუ ინფუზიებს ან ინექციებს შორის ინტერვალი ≥6 კვირისა, მკურნალობა აღდგება საწყისი დოზით და გაგრძელდება ხელშემწყობი დოზით.
6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე უფინანსდებათ საჭიროებისამებრ (დაავადების პროგრესირებამდე), ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის მიხედვით.
7. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ლაპატინიბი“ (250მგ, ტაბლეტი №70, კონტეინერი №1) მოსარგებლეებს უფინანსდებათ სქემით 5 ან 6 აბი ერთხელ დღეშ