1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ფორმის ან HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის მოთხოვნებს.
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების ფარგლებში შემდეგი მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფას:
ა) HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ძუძუს კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი; სიმსივნური კვანძის ≥2სმ-ზე ან/და ჰორმონუარყოფითი (ER/PR-negative) ან/და დადებითი ნოდალური სტატუსის (N+) შემთხვევაში პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო;
ბ) HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი ან პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო;
გ) HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ლაპატინიბ