1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

2. 2025 წელს დაწყებული შემთხვევები, რომელიც გაგრძელდება 2026 წელს, ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მისაღებად 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილება ამ დადგენილების ამოქმედებამდე, მოქმედი წესის მიხედვით.

4. 2025 წელს, ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული (საქართველოს ფარგლებს შიგნით) დაწესებულებისათვის, აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გრძელდება 2026 წელს, გარდა მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა.

დანართი №5

ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წე