ქვეპროგრამით გათვალისწინებულია:

ა) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლაზიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, სემინომა, ნეირობლასტომა, იუნგის სარკომა, რაბდომიოსარკომა, ეპინდიმომა, რეტინობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადმყოფობა) შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა.ა) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები;

ა.ბ) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ამასთან, აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია ფინანსდება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს შიგნით მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილია ქვეპროგრამაში ჩართული მიმწოდებლების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კონსილიუმის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გაწევის აუცილებლობა.

ბ) ღვიძლის ტრანსპლატაციის საჭიროების მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება საქართველოშ