1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საქართველოში გაწევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) აკმაყოფილებდეს აღნიშნული სერვისის განხორციელებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ჩატარებული ჰქონდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული სრული სერვისი სულ მცირე ერთხელ, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით;

გ) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა.

2. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა;

ბ) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება სპეციალისტის მეშვეობით, რომელსაც წარმატებით აქვს ჩატარებული აღნიშნული მომსახურება საქართველოში მინიმუმ 5-ჯერ.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნიდან 1 წლის განმავლობაშ