1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) წერილობით ინფორმაციას პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (ანგარიშფაქტურა);

გ) განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ქსეროასლს;

2.მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი/ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

ბ) განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ქსეროასლი.

3. ანაზღაურების ეტაპზე, ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში აგზავნის წერილს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნი