ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სპორტული სტადიონისათვის ვაჟა შაბალაიძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №4
2021 წლის 18 ინვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სპორტული სტადიონისათვის ვაჟა შაბალაიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“-ს მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის სხდომის N21 ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სპორტის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვ. ალვანში მდებარე სპორტულ სტადიონს, (ს/კ 50.03.35.335) მიენიჭოს სოფ. ქვ. ალვანის მკვიდრის აწ. გარდაცვლილი ვაჟა შაბალაიძის სახელი.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“-ს მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვა. დამზადება, გავრცელება და სხვა);
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს ამ განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე;
4. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი